14:12 - 23 May, 2026
|
2015-07-06 11:10:26, 721 ნახვა
სამართალი
ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის“ უფროსი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახური“- ს უფროსი, ილიკო გირგვლიანი და ამავე სამსახურის სპეციალისტი, აკაკი სელიმაშვილი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეც-ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვეს და გამოართვეს გარკვეული ოდენობის თანხა. „დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)