|
2019-07-16 08:37:19, 30404 ნახვა
სპორტი
საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს
2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება. მიუნხენში მდებარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. ტურნირის მასპინძლობის სურვილის მქონე შვიდი ქვეყანა იყო – საქართველო, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია. გამარჯვებულ ოთხ ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა. ჩვენი ქვეყნის გარდა, 2021 წელს ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ ჩეხეთი, გერმანია და იტალია. მიუნხენში კენჭისყრას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ასევე, კალათბურთელები თორნიკე შენგელია და ვლადიმერ ბოისა ესწრებოდნენ. FIBA-ს ევროპის პრეზიდენტმა, თურგაი დემირელმა საქართველოს პრეზიდენტს მიულოცა და ცერემონიაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა, რომ შემოგვიერთდით. გილოცავთ. ეს დიდი მიღწევაა, საუკეთესოს გისურვებთ ტურნირის მანძილზე“, – მიმართა მან სალომე ზურაბიშვილს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)