|
2015-07-06 09:47:41, 1300 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა
საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება რეფერენდუმზე მიცემული ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ გახდა ცნობილი. საბერძნეთის შსს-ს მონაცემებით, არა-ს 61%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო კი-ს 39%-ზე ნაკლებმა. საკუთარი არჩევანი სულ 6,4 მილიონმა ადამიანმა დააფიქსირა. კენჭისყრის შედეგების კომენტირებისას საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაბრიელ საკელარიდისმა აღნიშნა, რომ საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორებთან მოლაპარაკებებს განაახლებს. მისი თქმით, მოლაპარაკებები უმოკლეს ვადაში, შესაძლოა, 48 საათშიც კი დასრულდეს. საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი, ბერძნების „გაბედულ არჩევანს“ მიესალმება. „უფლებამოსილება, რომელიც ამ რეფერენდუმით მომენიჭა, არა ევროპასთან განხეთქილებისკენ, არამედ მასთან მოლაპარაკებაში უფრო ძლიერი პოზიციის დაკავებისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ციპრასიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)