|
2015-07-06 04:01:04, 1224 ნახვა
მსოფლიო
მარტინ შულცი: საბერძნეთს არა ფინანსური არამედ ჰუმანიტარული დახმარება დაჭირდება
"ვფიქრობ დღეიდან საბერძნეთს არა ფინანსური, არამედ ჰუმანიტარული დახმარება დაჭირდება" -ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა განაცხადა. შულცი დარწმუნებულია, რომ საბერძნეთის მოქალაქეები რამდენიმე დღეში უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდებიან. "დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღის, ან კვირის განმავლობაში, ევროზონის სამიტზე მოგვიწევს განვიხილოთ, საბერძნეთის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა. ჩვეულებრივი მოქალაქეები, ავადმყოფები, პენსიონერები და ბავშვები არ უნდა ისჯებოდნენ იმ დრამატული ვითარების გამო, რომელიც ციპრასის ხელისუფლებამ თავს მოახვია ბერძენ ხალხს." -განაცხადა მარტინ შულცმა. შეგახსენებთ, პირველადი ოფიციალური მონაცემებით, რომელიც 541 ათასი ბიულეტენის დათვლის საფუძველზე გამოვლინდა, კრედიტორების მოთხოვნას ბერძნების 61,03 %-მა უარი უთხრა. 38,07% კი თანახმაა, რომ საბერძნეთმა საერთაშორთაშორისო კრედიტორების მოთხოვნები შეასრულოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)