17:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-06 15:59:54, 1828 ნახვა

კომენტარი
სლუცკი: საქართველოში პოლიტიკოსებსაც არ მიაჩნიათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ 20 ივნისს განვიტარებული მოვლენები, რომელიც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს უკავშირდება, წინასწარ დადგმული პროვოკაცია იყო. 

სლუცკის თქმით, გავრილოვი საქართველოს პარლამენტმა მიიწვია და ქართული მხარე ვალდებული იყო ასამბლეის ყველა დელეგატის უსაფრთხოება უზრუნველეყო. 

„საქართველო ვალდებული იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ყველა დელეგატის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოეხდინა, ეს არ გაკეთდა. ბატონი გავრილოვი მიიწვია საქართველოს პარლამენტმა, რომ სხდომა ჩაეტარებინა დიდ დარბაზში, ის დაპატიჟა საქართველოს პარლამენტმა, სწორედ ქართული მხარე იყო ინიციატორი პლენარული სესიის პარლამენტის დიდ დარბაზში ჩატარების. ეს რომ ყოფილიყო რომელიმე კინოთეატრში, ის მაინც თავმჯდომარის სკამს დაიკავებდა. რაც მოხდა იყო პროვოკაცია, რომ გამოეწვიათ სკანდალი და პროტესტი, ეს მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში და მინდა, გითხრათ, რომ ყველას, მათ შორის პოლიტიკოსებსაც, არ მიაჩნიათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად“, - განაცხადა სლუცკიმ "რუსთავი 2"-თან საუბარში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics