07:12 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 19:25:28, 707 ნახვა

რეგიონი
შუახევში გაზიფიცირების წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საპროექტო სამუშაოებს ახორციელებს აჭარის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის 23 დასახლებულ პუნქტში.

 სამუშაოები მიმდინარეობს შუახევშიც. კომპანიის წარმომადგენლები შუახევის მუნიციპალიტეტის მერს ფრიდონ ფუტკარაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ამჟამად, მიმდინარეობს სოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო წინასაპროექტო მოკვლევის სამუშაოები.

სპეციალისტებმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეისწავლეს დაბის, ბარათაულის, დღვანის, უჩამბის, ოლადაურისა და ზამლეთის თემებში შემავალი სოფლები, ხოლო უახლოეს დღეებში შეისწავლიან წყალსაყრის, ჭვანისა და შუბნის თემებს.

აღნიშნული შედეგები წარედგინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემდგომი ინიცირებისათვის.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics