16:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 16:09:01, 3014 ნახვა

მსოფლიო
ეუთო-ში რუსეთი 2 რეზოლუციის პროექტის მოხსნას მოითხოვს, რომლებიც ყირიმს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ ეხება

ეუთო-ში რუსეთის დელეგაცია 2 რეზოლუციის პროექტის მოხსნას მოითხოვს, რომლებიც ეხება ყირიმს და ადამიანის უფლებების დაცვას აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, - ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა.

„ჩვენი დელეგაცია სრულ შემაგენლობაშია. ვიმუშავებთ მათ შორის იმ დღის წესრიგით, რომელსაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ. შევთავაზებთ ორი რეზოლუციის მოხსნას ყირიმზე და სამხრეთ ოსეთზე“, - განაცხადა ტოლსტოიმ.

Tass-ის ინფორმაცციით, ყირიმზე რეზოლუციის ავტორი უკრაინის რადას დეპუტატი არტურ გერასიმოვია. რეზოლუციის თანახმად, „ოკუპაცია და ყირიმის ანექსიის მცდელობა გრძელდება“. ასევე, მასში საუბარია რუსეთის მხრიდან აზოვის ზღვის და მთლიანად ყირიმის ნახევარკუნძულის მზარდ მილიტარიზაციაზე. გარდა ამისა, რეზოლუციით უკრაინა რუსეთს მოუწოდა სამედიცინო და იურიდიული დახმარება გაუწიოს, იმ უკრაინელ მეზღაურებს, რომელიც 2018 წელს ქერჩის სრუტეში დააკავეს. 

რეზოლუციის მეორე პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრმა სოფიო ქაცარავამ წარადგინა. მასში აღნიშნულია, რომ ქართული მხარე შეშფოთება იმის გამო, რომ თბილისს წართმეული აქვს შესაძლებლობა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ იურისდიქცია განახორციელოს. აგრეთვე, რეზოლუციის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები ფიქსირდება. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics