|
2019-07-02 15:46:25, 1275 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: არ ვიცი, ვის, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოუვიდეს თავში, რომ დეპუტატს შტურმი მიჰქონდეს პარლამენტის შენობაზე
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას საქმის გამოძიების შესახებ ისაუბრა. ჩუგოშვილის განცხადებით, ის, როგორც პარლამენტის ერთი წევრი, ელოდება ნიკა მელიას საქმის გამოძიების დასრულებას და პასუხისმგებლობის დაყენებას, რადგან რაც მოხდა, სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია. „გამიჭირდება, შევაფასო სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ვთქვა, რომ მაინცდამაინც აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო თუ სხვა ფორმა უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მის მიმართ აღკვეთის ის ღონისძიებები, როგორიცაა გირაო და შემდგომ მისი გადაადგილების კონტროლი, არის საკმარისი. ნიკა მელია არის პარლამენტის წევრი, რომელიც აორგანიზებდა შტურმს საქართველოს პარლამენტზე. ეს თავისთავად ნონსენსია. არ ვიცი, ვის, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოუვიდეს თავში, რომ პარლამენტის წევრს შტურმი მიჰქონდეს პარლამენტის შენობაზე. ამიტომ მე, როგორც პარლამენტის ერთი წევრი ველოდები ნიკა მელიას საქმის გამოძიების დასრულებას და პასუხისმგებლობის დაყენებას, რადგან რაც მოხდა, სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს პროკურატურა განახორციელებს.
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)