18:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 19:40:31, 2404 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი აქცის დაშლაზე: პროპაგანდისტული შეტევა მიმდინარეობს, თითქოს იქ არაფერი ხდებოდა

"ვისაუბრეთ შემოჭრის მცდელობაზე და იმ ლეგიტიმურ ძალაზე, რაც პოლიციამ გამოიყენა",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ შეკრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს  განუცხადა. 

ვოლსკი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღება. 

"ყველამ დაუჭირა მხარი იმას, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც მაქსიმალური გამჭვირვალობით მიმდინარეობს, რა შედეგს მოიტანს. აქედან გამომდინარე, როგორც გახარიამ თქვა, თუკი ეს პასუხისმგებლობა იმ დონეზე ამოვა, რომელზეც იგი საუბრობდა, ის შესაბამისი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, პროპაგანდისტული შემოტევა მიმდინარეობს ძირითადად იმ მიმართულებით, რომ თითქოს არაფერი ხდებოდა და შეჯახების პროვოკაცია არ არსებობდა, რაც არასწორია და პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics