|
2015-07-03 10:19:52, 492 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ სტიქიით დაზარალებულთა მოთხოვნები დააკმაყოფილა
სტიქიით დაზარალებულებსა და მერიას შორის შეთანხმება შედგა. მერიაში გვიან ღამით გამართულ სხდომაზე, დაზარალებულების მოთხოვნებზე მსჯელობდნენ. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ საცხოვრებელი ფართები საბაზრო ღირებულების შესაბამისად ანაზღაურდება და არა სულადობრივი პრიციპით, როგორც ეს მანამდე მოიაზრებოდა. გარდა ამისა, .წ. საოჯახო პაკეტის თანხის მოცულობა 5 000-10 000-მდე იზრდება. "მოხდა შეთანხმება მოსახლეობასა და მერიას შორის, რათა არ ყოფილიყო გაუგებრობა. რამოდენიმე ვარიანტი იყო შემუშავებული და იმ ვარიანტიდან ავარჩიეთ ერთ-ერთი. მთლიანად მოხდება თანხის გამოყოფა. ჯერ უნდა შეაფასოს ექსპერტიზის ბიურომ, დაადგინოს ფასები, საბაზრო ფასს გამოვიყვანთო და იმის მიხედვით დაკმაყოფილდება თითოეული მოსახლე არსებული ქონების შესაბამისად",-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა. საკითხთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)