18:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-24 12:54:49, 1170 ნახვა

კომენტარი
​ხოშტარია: აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე და ხალხთან ვაჭრობა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარის შეფასებით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 4-დღიანი პროტესტის შემდეგ, საზოგადოებამ გამარჯვებას მიაღწია.

ხოშტარიამ აქციის მონაწელეებს ეს გამარჯვება მიულოცა:

„გარდა იმისა, რომ თქვენ მოახერხეთ დაახევინოთ უკან "ქართულ ოცნებას" და მიაღწიეთ სამართლიან, პროპორციულ სისტემას, თქვენ უთხარით ყველა პოლიტიკოსს და ყველა მომავალ მთავრობას, რომ არც ერთი შემთხვევა ღირსების შელახვის ვერ გაივლის უკვალოდ და ყველა მომდევნო ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი მსგავსი უღირსი და უკანონო საქციელის შედეგად. ამიტომ, მე გულწრფელად ვულოცავ აქციის ორგანიზატორებს,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, დეპუტატი მმართველი გუნდის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ისინი აქციის დაშლის საკითხზე შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ და მას სამარცხვინო უწოდა. 

„აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე და ხალხთან ვაჭრობა თანამდებობებით. ისინი ვაჭრობდნენ ერთი დღით კობახიძით, ახლა ვაჭრობენ გახარიათი, მაშინ, როდესაც გახარიას არ აქვს არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური უფლება იყოს შს მინისტრი. გახარია არის შს მინისტრი, რომელმაც იყიდა ნაკლებად სასიკვდილო ანუ სასიკვდილო ტყვიები და გასცა ბრძანება, რომ დამიზნებით ადამიანებისთვის ესროლათ, დაესახიჩრებინათ,“ - განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics