18:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 17:35:40, 1604 ნახვა

კომენტარი
გახარია: ყველა ის ადამიანი, რომელიც თავისი მოწოდებებით პროვოკაცია გაუწია აქციის მონაწილეებს, უმკაცრესად დაისჯება

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის პირი, რომელმაც აქციის მონაწილე წააქეზა უმკაცრესად იქნება დასჯილი.

გახარიას თქმით, უწყება აგრეთვე სამარტალდამცველების შესაძლო გადამეტების ფაქტებსაც შეისწავლის. 

"პოლიტიკოსებმა და პარტიების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა ერთმანეთს დაუპირისპირეს მოქალაქეები და პოლიცია, ამასობაში 22:00 საათის შემდეგ არც ერთი იქ არ ყოფილა. ახალგაზრდები და პოლიციელები შეატოვეს ერთმანეთს. ეს იყო რთული აქცია. პოლიციამ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე. პოლიციელები საერთოდ არ განძრეულან, იდგნენ და ასრულებდნენ კანონს. იქ სადაც გადამეტების ფაქტი იყო, ამას დეტალურად შევისწავლით და შესაბამისი რეაგირება გვექნება. ყველა ის ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა და მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციაში გარდაქმნას, უკმაცრესად იქნება დასჯილი. ეს იყო ურთულესი ღონისძიება, რომლის ძირითადი რისკი იყო სამოქალაქო არეულობა ქალაქში. ყველა ის ადამიანი, რომელიც თავისი მოწოდებებით გააზრებულად თუ გაუაზრებლად პროვოკაცია გაუწია აქციის მონაწილეებს, უმკაცრესად დაისჯება", - განაცხადა შს მინისტრმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics