06:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 13:29:17, 1562 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის ე.წ. საგარეო აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბრობს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

შესაბამისი განცხადება ე.წ. უწყების ვეგვერდზე გამოქვეყნდა. 

ამასთან, დე-ფაქტო უწყება, აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბრობს. 

„ქართველმა პარლამენტარებმა, რომლებიც ოპოზიციურ ძალებს წარმოადგენდნენ, მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია უხეშად ჩაშალეს. წარმოქმნილი პოლემიკის დროს საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ შეურაცხმყოფელი რეპლიკა წამოიყვირა, რომლითაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობი პრაქტიკულად აღიარა. ოფიციალური პირის მიერ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული მსგავსი ცინიკური განცხადება სამართლებრივი შედეგების გარეშე არ ჩაივლის იმ ადამიანისთვის, ვინც თავის სამხედრო დანაშაულებებზე. აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები გეგმავენ ქართველი პარლამენტარის მიერ გაჟღერებული განცხადება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე წამოწიონ, რათა ამ საკითხზე დისკუსიის ყველა მონაწილის ყურადღება მიაქციონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics