|
2015-07-02 15:18:42, 512 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია თვითმმართველობის რეფორმების შეფასებასთან დაკავშირებულ შეხვედრას დაესწრო
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველომ“ სასტუმრო „რადისონში“ ადგილობრივი თვითთმართველობის რეფორმების შეფასების ანგარიში წარადგინეს. შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. „ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა საქართველოში მუდმივად ვითარდებოდა და ახლაც ის ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირდაპირი გზით მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევა, გამოიყო ახალი ადგილობრივი თვითმმართველობებიც, რითაც კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გადაიდგა მათი დამოუკიდებლობისაკენ. ამ ანგარიშში მოცემულია აღნიშნული სისტემის მიერ დღემდე განვლილი ეტაპები, რაც ძალიან საინტერესო პროცესი“, - განაცხადა თბილისის მერმა. აღნიშნული ანგარიში 2013 წელს დაწყებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისთვის“ - ფარგლებში მომზადდა და მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითთმართველობის რეფორმის მხარდაჭერას, ამ სფეროში არსებული სიტუაციის ანალიზსა და რეფორმების მონიტორინგს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)