|
2019-06-10 11:32:33, 2979 ნახვა
სპორტი
საბა ლობჟანიძე: „უშანსოდ ნამდვილად არ ვართ, გვექნება მომენტები"
დღეს, 10 ივნისს, დანიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი კოპენჰაგენის თელია პარკენზე შედგება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ქართველი გულშემატივარი საბა ლობჟანიძეს სასტარტო თერთმეტეულში იხილავს, რადგან ლობჟანიძე დანიის ჩემპიონატს კარგად იცნობს. საბა ლობჟანიძე: „თელია პარკენზე რამდენჯერმე მაქვს ნათამაშები და შესაბამისად, ეს გარემო ჩემთვის უცხო არაა დანიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ორ შეხვედრაში ფრედ ითამაშეს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ისინი აუცილებლად მოსაგებად გამოვლენ. უშანსოდ ნამდვილად არ ვართ, ჩვენ გვექნება მომენტები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ" გულშემატკივარს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შეეძლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)