|
2019-06-05 12:49:23, 1904 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი: ბოკერიას და შავგულიძეს ერთი ფასეულობები აქვთ
"ფასეულობები ერთი აქვს ამ გუნდს და შალვა შავგულიძეს,- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, როდესაც ირინა ენუქიძე გარდაიცვალა და მას უნდა ჩანაცვლებოდა ვინმე , რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგში გამოვიდოდა, შალვა შავგულიძე 7 თვე ვერ იპოვნეს და მხოლოდ 7 თვის მერე გამოჩნდა. "დიდია უზნეობა ამ ნაბიჯის და გაერთიანება გირგვლიანის საქმის ადვოკატის ამ გუნდთან ,ძალიან დიდ ტყუილს რომ გეუბნებიან და შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომაში შევიდეს. ფასეულობები ერთი აქვს ამ გუნდს და შალვა შავგულიძეს. მე იურისტი არ ვარ, კარგად ჩავიხედე საკითხებში, რომლებისთვისაც ადრე ყურადღება არ მიმიქცევია. 2007 წელს, როდესაც გარდაიცვალა ირინა ენუქიძე, მას უნდა ჩანაცვლებოდა ვინმე, რომელიც სახელმწიფოს წინააღდეგ გამოვიდოდა სტრასბურგში. 7 თვე ვერ იპოვეს და მხოლოდ 7 თვის მერე გამოჩნდა ოჯახის ადვოკატი, შალვა შავგულიძე. სად იყო ის? ბევრჯერ შეახსენეს და მან კარგად იცის ეს. როგორც გაირკვა შალვა შავგულიძემ არც უცხო ენა იცოდა და არც სხვა ადვოკატი ჰყავდა შესაბამისი კვალიფიკაციის, რომ გაძღოლოდა ამ საქმეს. ასე რომ , აქ სამართლებრივი საკითხებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას პოლიტიკაში ალბათ უზნეობა ჰქვია. არ ვიცი რა დავარქვა, მე თვითონ ვარ უხერხულ მდგომარეობაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)