19:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 16:58:05, 1384 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - პარლამენტის თავმჯდომარედ ჩემს დანიშვნაზე მსჯელობა არ მიდის, კობახიძე მშვენივრად ასრულებს მოვალეობებს

„კითხვა ინტრიგნულია, ამ საკითხის განხილვა არ მიდის“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების შეკითხვას იმის თაობაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე თავის მოვალეობას მშვენივრად ასრულებს.

„თვითონ კითხვა არის, ძველ საბჭოთა გამონათქვამს გავიხსენებდი, ინტრიგნული. გამორიცხულია, ამ თემაზე, ამ საკითხის განხილვა არ მიდის. ის თავმჯდომარე, რომელიც არის, მშვენივრად ასრულებს თავის მოვალეობას. მთავარი თემა არის ის, თუ რა მესიჯს ვაძლევთ საზოგადოებას. მმართველი გუნდი  მონოლითური და თავის არჩევანში დამოუკიდებელია, თუ მართლაც,  როგორც ავრცელებენ ინფორმაციას, ერთი კაცის იდეაზეა დამყარებული. არ არის ასე. აქ არის ძალიან ტრანსპარანტული, მე ვიტყოდი, ხანდახან ზედმეტადაც დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღება. ყველა ადამიანს, მათ შორის შალვა თადუმაძესაც აქვს თავისი პირადი გადაწყვეტილებების მიღების რესურსი", - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics