|
2015-06-29 13:55:48, 423 ნახვა
პოლიტიკა
დავით დონდუა - ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში შედეგზე ორიენტირებული დიალოგის არსებობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 32-ე რაუნდი ხვალ გაიხსნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა განცხადებას ავრცელებს. დონდუა იმედს გამოთქვამს, რომ წინა რაუნდისგან განსხვავებით, ამჯერად მონაწილეები მოლაპარაკების პროცესს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. „2008 წლიდან მოყოლებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკება წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს საქართველოსა და რუსეთს შორის, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე განიხილება ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხები. მოლაპარაკების პროცესის წარმატება და დაგროვილი პრობლემების არსებითი განხილვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატის, შეთანხმებული პროცედურებისა და დღის წესრიგის პატივისცემაზე ყველა აქტორის მხრიდან. ჩვენის მხრივ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის არსებობას ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში. იმედს ვიტოვებთ, რომ, წინა რაუნდისგან განსხვავებით, ამჯერად მონაწილეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკების პროცესს და არაკონსტრუქციული ქმედებით რისკის ქვეშ არ დააყენებენ, როგორც რაუნდის ჩატარებას, ისე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმართვის ჩამოყალიბებულ პრაქტიკას. აგრეთვე, მოველით, რომ თანათავმჯდომარეები, საკუთარი მანდატის შესაბამისად, ყველაფერს მოიმოქმედებენ რაუნდის პროცედურების დაცვით ჩატარებისთვის“, - ნათქვამია დავით დონდუას განცხადებაში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)