|
2019-05-10 13:54:38, 1480 ნახვა
რეგიონი
ნეკრესის ხეობაში, მთის ფერდობიდან მიწის ჩამოშლის შედეგად ჩაკეტილი მდინარის კალაპოტი გათავისუფლებულია
მდინარე ნეკრესის ხეობაში, მთის ფერდობიდან მიწის ჩამოშლის შედეგად ჩაკეტილი მდინარის კალაპოტი გათავისუფლებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, გეოლოგებთან ერთად, დამეწყრილი ტერიტორიის შესწავლას და პრევენციულ სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. შემთხვევის ადგილზე, უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო. იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად, პროცესებში ჩართული იყო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფიც, რომელიც შეტყობინების მიღებისთანავე, ნეკრესის ხეობაში თბილისიდან დაუყოვნებლივ გაემგზავრა. დაგუბებული წყლის კალაპოტში დაბრუნება მძიმე ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალის მეშვეობით უსაფრთხოდ განხორციელდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)