|
2015-06-26 16:08:59, 1172 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი იტალიიდან და საბერძნეთიდან 40 000-მდე მიგრანტს გადაამისამართებს
ბრუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ იტალიასა და საბერძნეთში ჩამოსულ ათობით ათას მიგრანტს, შემდეგი ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადაამისამართებენ. სამიტის თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის განცხადებით იტალიიდან და საბერძნეთიდან 40 000 მიგრანტის სხვა ქვეყნებში გადაყვანის გეგმას, ივლისის ბოლომდე ამ ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები მისცემენ დასრულებულ სახეს. სამიტზე ასევე შეთანხმდნენ, რომ თავშესაფარი მისცენ 20 000-მდე დევნილს, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. საფრანგეთის პრეიდენტის ფრანსუა ოლანდის თქმით, მათი უმრავლესობა, სავარაუდოდ, სირიიდან და ერაყიდანაა. დეტალები იმის შესახებ თუ სად დაასახლებენ მათ, ჯერ არ შეთანხმებულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)