13:58 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 16:25:50, 533 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და „ახალ უმაღლეს სასწავლებელს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და „ახალ უმაღლეს სასწავლებელს“  შორის ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მემორანდუმს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და „ახალი უმაღლესი სასწავლებლის“ რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი უზრუნველყოფს სასწავლებლის სტუდენტებისათვის ინფორმაციის მუდმივად მიწოდებას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე; წარჩინებული სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით ტრეინინგების ჩატარებას, ასევე, სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ"-ის მიერ გამართულ ღონისძიებებში უნივერსიტეტის ჩართულობას.

თავის მხრივ, სასწავლებელი შეარჩევს შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებს სახელმწიფო მინისტრის აპარატში პრაქტიკის გავლის მიზნით; ჩაერთვება სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; უზრუნველყოფს სამეცნიერო სტატიების მომზადებას და შერჩევას სახელმწიფო მინისტრის აპარატის კვარტალურ გამოცემაში „საქართველოს ევროპული გზა" გამოქვეყნების მიზნით; საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საექსპერტო მხარდაჭერას. 

ხელმოწერის შემდეგ, სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მზაობა საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ და განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics