|
2019-04-17 19:08:41, 1683 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: მადლობა ქართველებს ინეგოლიდან, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ ქართულ ენას და ტრადიციებს
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ინეგოლის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ბათუმს პროექტის „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან" ფარგლებში სტუმრობენ. აღსანიშნავია, რომ თურქეთში გადასახლებულ ქართველთა ნაწილი საქართველოში პირველად ჩამოვიდა. პროექტის მიზანია, ქართულ საზოგადოებას გააცნოს ინეგოლში მცხოვრები ჩვენებურების მიერ 150 წლის განმავლობაში უცვლელად შემონახული უნიკალური კულტურა. თორნიკე რიჟვაძემ თურქეთში მცხოვრები ქართველების და მათ მიერ ქართული ტრადიციების შესახებ ისაუბრა. ,,ქართველები ინეგოლში აჭარიდან XIX საუკუნეში გადასახლდნენ და მიუხედავად ამისა, დღემდე ინარჩუნებენ ქართულ ენას და ტრადიციებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალ თაობებშიც გაგრძელდეს ქართული ენისა და კულტურის სიყვარული" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. პროექტის ფარგლებში ინეგოლიდან ჩამოსული 40-მდე ქართველი კონცერტს ბათუმის დრამატულ თეატრში გამართავს. 2018 წელს, კონსერვატორიისა და ფონდ „ქართული გალობის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ქალაქ ინეგოლში შეიქმნა ახალგაზრდების, ხოლო ინეგოლის სოფელ ჰაირიეში – სხვადასხვა ასაკის ადგილობრივი მომღერლებისგან დაკომპლექტებული გუნდები, რომელთა ნაწილიც ძველი მომღერლების შთამომავლები არიან. პროექტი ითვალისწინებდა 1960-იან წლებში ჩაწერილი მივიწყებული სიმღერებისა აღდგენას.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)