|
2019-04-17 16:11:35, 1694 ნახვა
რეგიონი
გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი ხალხი და ავტოტრანსპორტი გამოყვანილია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთიდან ჩარჩენილი ხალხი და ავტოტრანსპორტი გამოყვანილია. დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, დღეს დილას, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. „მოძრაობის შეზღუდვამდე გუდაური-კობის მონაკვეთზე მოცურდა მისაბმელიანი ტრანსპორტი რამაც საავტომობილო გზის დაკეტვა, ავტობუსისა და რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩარჩენა გამოიწვია. საავტომობილოო გზების დეპარტამენტის კონტარქტორი ორგანიზაციის, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლებმა ყველა საწირო სამუშაოს ჩაატარეს ჩარჩენილი ავტოტრანსპორტისა და ხალხის უსაფრთხოდ გამოსაყვანად. ამასთანავე გაცნობებთ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გუდაური-კობის მთელი მონაკვეთის გაწმენდით სამუშაოებს დაწესებული რეჟიმის მოხსნის შედეგ დაიწყებს“, - აცხადებენ დეპარტამენტში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)