13:57 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 18:56:57, 487 ნახვა

საზოგადოება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 56-ე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 56-ე შეხვედრას დაესწრნენ.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართებით გამოწვეულ ვითარებას შეეხო, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის, როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ასევე განიხილეს  2008 წელს უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის, გასულ წელს უკანონოდ დაკავებული რომან შიტიკოვის და 2014 წელს გაუჩინარებული დავით ბაშარულის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ დოლიაანის მიმდებარე  ტერიტორიზე გარდაცვლილი იპოვეს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტირიფონის არხის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სეგმენტის გაწმენდითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების აუცილებლობის შესახებ, რომელსაც დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში განახორციელებენ, რის შედეგადაც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას საირიგაციო წყლით თანაბრად შეეძლება სარგებლობა.

შეხვედრას საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა  30 ივლისს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics