|
2019-04-09 15:38:07, 1930 ნახვა
რეგიონი
„მადლობა თავისუფლებისთვის“ - შუახევში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
9 აპრილის მოვლენებიდან 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა შუახევში. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად რიკი ხიდზე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებითა და გვირვნინით შეამკეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას, დაანთეს სანთლები. ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გაგრძელდა, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივის მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ღონისძიების მეორე ნაწილი კულტურის სახლის მცირე დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. 30 წლის წინ, მთავრობის სასახლესთან განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და ისტორიული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ. გაიმართება 9 აპრილის ამსახველი დოკუმენტური კადრების ჩვენება თემაზე : ,,9 აპრილის ტრაგედია - #მადლობათავისუფლებისთვის ". ღონისძიებაში მონაწილეობენ შუახევის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის და სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც შეასრულეს სიმღერები, წაიკითეს ლექსები. უჩამბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მონტაჟი: - „ტრაგედიიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე!“ ღონისძიება მიძღვნილი ,,მადლობა თავისუფლებისთვის“ დასრულდა სიმღერით „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.
(NS)
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)