21:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-08 13:18:09, 2057 ნახვა

კომენტარი
კალაძე - საცხოვრებელ კორპუსებში დამონტაჟდება სიგნალიზაცია, რომელიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში ამოქმედდება

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, რეგულაციები, რომელიც ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარებას გულისხმობს, წლის ბოლომდე ამოქმედდება.

კალაძის განმარტებით, დამონტაჟდება სპეციალური სიგნალიზაციები, რომლებიც გაზის გაჟონვის დროს, ამოქმედდება. 

„ამის შესახებ მე მქონდა შესაბამის სამინისტროებთან კომუნიკაცია, ვინც უნდა გააკეთოს ეს რეგულაციები. ჩვენ მოვითხოვეთ, თუ ჩვენ როგორ ვხედავთ, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მათი თანხმობაც არის და ერთიანი ძალისხმევით მოხდება ეს ცვლილებები, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდება, მაშინვე სიგნალიზაცია ჩაირთვება და საფრთხე თავიდანვე იქნება აცილებული, ეს აუცილებლად უნდა იყოს სავალდებულო", - განაცხადა კალაძემ. 

ასევე, დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს, დიღმის მასივში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics