21:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-02 15:09:39, 1322 ნახვა

კომენტარი
ნინო ლომჯარია - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ძალიან აქტიურად და ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ანგარიში წარმოადგინა, რის შესახებაც სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

ლომჯარიამ განსაკუთრებით გამოჰყო 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიციელთა მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე სახალხო დამცველთან მიმართვიანობის მაჩვენებელი შემცირებულა. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად,  დადებითად არის შეფასებული 2018 წლის მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პატრულ-ინსპექტორების გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე სამხრე კამერებით აღჭურვა, რაც  უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს მოიცავს და ასევე, ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობა აქვს.

სახალხო დამცველი ასევე, დადებითად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სხვადასხვა მონაცემების დროულად მოწოდების პრაქტიკასაც და 2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის აქტიურ კომუნიკაციასა და დიალოგს, ასევე სამინისტროს მზაობას, კონსტრუქციული დიალოგი სახალხო დამცველის აპარატთან წარმოებისთვის. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ შედგა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციების შესრულების საკითხი.

სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ჭრილში, განსაკუთრებით დადებით კონტექსტში გამოიყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც პოზიტიური შედეგები აჩვენა ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მუშაობის კუთხით. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახში შესაძლო ძალადობის და ოჯახური კონფლიქტის შესახებ 112-ში შესული შეტყობინებების, ასევე სისხლის სამართლის საქმეებთან და შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებულ მონაცემების ანალიზის პრაქტიკას.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics