|
2019-04-01 19:53:53, 2586 ნახვა
სამხედრო
საქართველოში სერჟანტთა აკადემიის დღე აღინიშნა
საქართველოს სერჟანტთა აკადემიის დაარსებიდან 16 წელი შესრულდა. აკადემიის დღე კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და დაღუპული გმირებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგების შემდეგ, სერჟანტებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიმართეს. მათ თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში სერჟანტების განსაკუთრებულ როლზე, სერჟანტთა ინსტიტუტის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამხედრო მოსამსახურეებს მხარდაჭერა აღუთქვეს. ლევან იზორიას განცხადებით, საამაყოა ის გზა, რაც საქართველოს სერჟანტთა კორპუსმა გაიარა და დღეს ნატოს სტანდარტებთან დაახლოებული სერჟანტთა ინსტიტუტი გვაქვს. საქართველოში სერჟანტთა ინსტიტუტის განვითარების ეტაპები სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემაც გაიხსენა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. სამ წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედალი „გიორგი ანწუხელიძე“ თავდაცვის მინისტრმა გადასცა. დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისათვის სერჟანტთა აკადემიის 8 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის ძალების მეთაურის ,,მადლობა“, 33 სამხედრო მოსამსახურეს კი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის ,,მადლობა“ გამოეცხადა. სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა.
(NS)
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)