21:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 19:18:34, 1808 ნახვა

კომენტარი
კონსტანტინე გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საქმეზე პროკურატურასთან ერთად კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის გადაწყვეტილებით ექს-პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გახანგრძლივდა, ოჯახს პროკურატურასთან ინტენსიური კავშირი აქვს.

„ჩვენ გვაქვს ინტენსიური კავშირები პროკურატურასთან და დაიგეგმა მთელი რიგი  ღონისძიებები. სხვათა შორის,  5 წლით  გაგრძელდა საქმე  და მე მოხარული ვარ იმით, რომ ამ შემთხვევაში,  ამ გაგრძელებას  მხარი დაუჭირა როგორც  სახელისუფლებო გუნდმა, ისე ოპოზიციამ და  ძლივს  გაჩნდა პლატფორმა, სადაც  საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური  აქტორები  ერთ პოზიციაზე  დადგენ და ეს  მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის“,- აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მისივე თქმით,  ჯერ კიდევ არის რესურსები რათა ყველა კითხვა გაეცეს პასუხი და ჩატარდეს ობიექტური და  პროფესიონალური  საგამოძიებო პროცესი.

„ჯერ კიდევ არის რესურსები რათა ყველა კითხვა გაეცეს პასუხი და ობიექტური და  პროფესიონალური  საგამოძიებო პროცესი ჩატარდეს და  რასაკვირველია, დაიდოს  სათანადო დასკვნა. ამ მიმართულებით არის  უკვე დაგეგმილი კონკრეტული ნაბიჯები  და ამას საზოგადოება  შეიტყობს“,- განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics