21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 12:36:02, 1599 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: სუს-ი საკუთარ საქმიანობას ეფექტიანად წარმართავს და პარტნიორი ქვეყნების მიერ არის აღიარებული

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა მიმართულებით აქტიურად მოქმედებდა, მათ შორის ოკუპაციის, კონტრდაზვერვისა და კორუფციის", - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილი ჟურნალისტებს განაცხადა. 

მისივე თქმით, უწყების მთავარი ამოცანა ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა.

"ეს უწყება საკუთარ საქმიანობას ეფექტიანად წარმართავს და ეს აღიარებულია პარტნიორი ქვეყნების მიერ. იქედან გამომდინარე, რომ სუს-ის საქმიანობის ძირითადი ნაწილი საიდუმლო ოპერატიულ მუშაობას ეხება, ანგარიში, როგორც თავდაცვის კომიტეტში, ასევე ნდობის ჯგუფის ფორმატში განიხილება, მას შემდეგ, რაც ახალი ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდება,
ანგარიშს დახურულ რეჟიმშიც განვიხილავთ, თუ რა ღონისძიებები გაატარეს. ეს განსაკუთრებით ეხება ჰიბრიდულ გამოწვევებს, ოკუპაციასა და კონტრდაზვერვას”, - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს 2018 წლის ანგარიში გუშინ გადაუგზავნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics