21:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 13:33:23, 1624 ნახვა

კომენტარი
​კილაძე - სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დაიშვება მშობლის თანხმობით, სასულიერო პირებს შეეძლებათ ჩაერთონ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისოფო კილაძის განცხადებით, სექსობრივი აღზრდის გაკვეთილები მშობლის თანხმობის და ოჯახის მოთხოვნის შემთხვევაში იქნება დასაშვები. 

როგორც კილაძემ კომიტეტის სხდომაზე განმარტა,  სასულიერო პირებს უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ საკითხებზე. 

დეპუტატის თქმით, ტყუილია, თითქოს კოდექსით "გარყვნილებას აკანონებენ".  აღსანიშნავია, რომ სხდომას მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც ესწრებიან.  

"ვიწრო ჯგუფის მიერ საზოგადოებისთვის და ასევე ეკლესიის ნაწილისთვის ძალიან არასწორად მოხდა მიწოდება ამ კოდექსის ძირითადი იდეის. თითქოს ჩვენ ბავშვებს ვართმევდეთ ოჯახებს, თითქოს ჩვენ ჩვენს ხალხს სახლებში ვუვარდებოდეთ, ვაკანონებდეთ გარყვნილებას, ვაკანონებდეთ და შემოგვქონდეს რაღაცა სექსუალური აღზრდის გაკვეთილები და ვაზარებდეთ ჩვენს ბავშვებს საკუთარ სამშობლოს, ენასა და ტრადიციებს. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის, ჩემო მეგობრებო. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ამ კოდექსით საქართველოში ჩვენს კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა "სამშობლო" და ის, რომ ჩვენ, ჩვენი ბავშვები ჩვენი სამშობლოს მისი ენის, კულტურული ტრადიციების და ფასეულობების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ. ჩვენ პირველად შემოგვაქვს კანონმდებლობაში ის, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილი დასაშვები იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, მშობლის თანხმობით", - განაცხადა სოფო კილაძემ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics