21:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-23 16:26:33, 1845 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

ციხელაშვილის თქმით, როცა საოკუპაციო რეჟიმი ადამიანის უფლებების დარღვევას აგრძელებს რთულია შედეგიანობის გაზომვა, მაგრამ მინისტრი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის მსგავსი ინსტრუმენტების მუდმივი გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ერთი მხრივ, იყოს რეგულარულად ინფორმირებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მეორე მხრივ, ჩვენ გადავდგათ  ნაბიჯები იმისთვის, რომ ამოქმედდეს ვიდრე დეოკუპაციამდე ადგილზე საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტები. ძალიან რთულია, გაზომო შედეგიანობა ამ რეზოლუციების იმ პირობებში, როდესაც რეალურად  საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ადამიანის უფლებების დარღვევას. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ ინსტრუმენტების მუდმივი, რეგულარული გამოყენება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ; „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - ამ სახელწოდების რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო, სადაც საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics