21:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 14:34:20, 1421 ნახვა

კომენტარი
ნადირაშვილი პრემიერს: როდესაც სადღეგრძელოებით გვესაუბრებით, რომ კრიმინალის ზრდა მეთოდიკამ გამოიწვია, ამით ადამიანებს დასცინით

"როდესაც თქვენ აქ სადღეგრძელოებით გვესაუბრებით და გვეუბნებით, რომ თურმე კრიმინალის ზრდა მეთოდიკამ გამოიწვია, თქვენ პირდაპირ დასცინით ადამიანებს", - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს პალამენტის პლენარულ სხდომაზე. 

ნადირავილის მტკიცებით, პრემიერმა თავის გამოსვლაში მხოლოდ იმ კრიმინალურ ფაქტებზე ისაუბრა, რაც მედია საშუალებებით გაშუქდა. დეპუტატის შეფასებით, მამუკა ბახტაძის განცხადება, რომ ქვეყანაში კრიმინალის ზრდასთან დაკავშრებით პრობლემა არ არსებობს, სიცრუე.  

„სამწუხარო ის არის, რომ კრიმინალთან ბრძოლის ნება არ არსებობს. როდესაც შს მინისტრი, სავარაუდოდ შეიძლება თვითონ იყოს ჩარეული ძალადობაში და შანტაჟში, რაზეც განგვიცხადა ბატონმა ხაზარაძემ, ცხადია, რომ პოლიტიკური ნება კრიმინალთან ბრძოლის საერთოდ არ არის“, - განაცხადა ნადირაშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics