21:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 22:33:11, 1702 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი ბოკუჩავაზე: ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს და ამავე დროს, ძალიან ლამაზი ქალია

„მის ილუზიებზე ვაკეთო კომენტარები ?“, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასება სთხოვეს.

კერძოდ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ თეა წულუკიანი გახმარებულ საქმეებზე მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობს და ამით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილს აშანტაჟებს.

„მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია, ეს ვიცი. ეს არის მისი ინტერპრეტაციები და მას სჭირდება, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. და აკეთებს ამ განცხადებებს და ჩემგან რა არის მოთხოვნილი, რომ მის ილუზიებზე ვაკეთო კომენტარები?“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics