|
2019-03-12 17:25:07, 1441 ნახვა
კომენტარი
თურნავა „გაზპრომზე“: სატრანზიტო საფასური გაზრდილია, ხოლო რუსული გაზის შესასყიდი ფასი შემცირებული
„გაზპრომთან“მივაღწიეთ გაუმჯობესებას ორივე პოზიციით - სატრანზიტო საფასური, რომელსაც ჩვენ გვიხდიან, არის გაზრდილი, ხოლო რუსული გაზის შესასყიდი ფასი შემცირებულია, ასევე ხელშეკრულება გახანგრძლივდა 2 წლით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „გაზპრომთან“ შეთანხმება წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას, შესაბამისად ციფრებს ვერ დაასახელებს, თუმცა განმარტა დინამიკა, რომელიც მისი შეფასებით ქვეყნისთვის სასარგებლოა. „ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა გაზპრომთან მოლაპარაკებები რუსული გაზის სომხეთთან ტრანზიტთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ეს საკითხი წარვუდგინეთ მთავრობას. მიუხედავად საკმაოდ რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა, ჩვენ ვხელმძღვანელობდით ორი ძირითადი პრინციპით და ეს ორივე პრინციპი ზედმიწევნით დაცულია. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ბაზრის ორი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სეგმენტი - მოსახლეობა და ელექტროენერგიის წარმოება - სრულად მარაგდება და კვლავაც მომარაგდება აზერბაიჯანული გაზით. აზერბაიჯანი კვლავ რჩება ჩვენს მთავარ მომწოდებლად და სტრატეგიულ პარტნიორად გაზის სფეროში. უფრო მეტიც, უახლოეს წლებში აზერბაიჯანული გაზის წილი კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ბაზარზე, შაჰდენიზის მეორე ფაზის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ. მეორე ამოცანა იყო ჩვენი პოზიციების გაუმჯობესება „გაზპრომთან“. ჩვენ მივაღწიეთ გაუმჯობესებას ორივე პოზიციით - სატრანზიტო საფასური, რომელსაც ჩვენ გვიხდიან, არის გაზრდილი, ხოლო რუსული გაზის შესასყიდი ფასი შემცირებულია, ეს იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კერძო ბიზნესი დაინტერესდება ამ ალტერნატივით. ხელშეკრულება გახანგრძლივდა 2 წლით და ეს ხელშეკრულება იმოქმედებს 2019-2020 წლის განმავლობაში. „გაზპრომთან“ შეთანხმება წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. მე ციფრებს ვერ დავასახელებ. სწორედ ეს არის კომერციული საიდუმლოების არსი, რომ არ ვთქვა კონკრეტული ფასები, მაგრამ გეუბნებით დინამიკას, რომელიც ორივე შემთხვევაში არის ჩვენს სასარგებლოდ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)