|
2019-03-04 16:57:13, 1449 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე მდინარაძეს - შედით და ნახეთ რა მდგომარეობაში ჩააყენეთ ბანკი
საიდან იყო 17 მილიონი ვიცოდით თუ არა, ეს თემა ეროვნული ბანკის კომპეტენციაში მთავრდება მილიონ ლარიანი ჯარიმით, - ასე უპასუხა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დეპუტატ მამუკა მდინარაძის შეკითხვას. მდინარაძემ საფინანსო კომიტეტის სხდომაზე „თიბისის“ დამფუძნებლებს შემდეგი კითხვით მიმართა: „ადასტურებთ თუ არა, რომ წარმოდგენა არ გქონდათ, თუ თქვენივე ბანკიდან ჰქონდა 17 მილიონი გამოტანილი წერეთელს [ავთო] და ისე ისესხეთ, რომ ამ ფულის წარმომავლობა არ იცოდით?“. საპასუხოდ ხაზარძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი სებ-ის მიერ დაკისრებული ჯარიმით მთავრდება, რომელსაც ბანკი არ ეთანხმება, თუმცა „იძულებულია გადაიხადოს“. „იმ დროისთვის ჩენი ბანკის პორტფელი იყო მილიარდნახევარი, სიდიდის მიხედვით რომ წარმოიდგინოთ. ვთქვათ გავყვეთ თქვენს ვერსიას, ვთქვათ ვიცოდით ან არ ვიცოდით, ამაზე არსებობს ადმინისტრაციული სანქცია, მილიონი ლარით დაგვაჯარიმა სებ-მა 11 წლის წინანდელ საქმეზე. ამით მთავრდება თემა. ანუ თქვენი საუბარი 17 მილიონი ვიცოდით თუ არა, ეს თემა ეროვნული ბანკის კომპეტენციაში მთავრდება მილიონ ლარიანი ჯარიმით, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, მაგრამ იძულებული ვიყავით. იმიტომ დავეთანხმეთ, რომ ბანკს ანგრევდით. შედით და ნახეთ რა მდგომარეობაში ჩააყენეთ ბანკი. ეს იძულებითი დათანხმება იყო. ამიტომ ამაზე საუბარი დღეს ვიცოდით თუ არა, არის მილიონი ლარის. მგონი გაცილებით მნიშვნელოვან რაღაცებზე ვისაუბრეთ აქ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. კითხვას „თიბისის“ კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემაც უპასუხა: „არ გვქონია არც მაშინ, არც შემდგომ და საერთოდ არ შეიძლება სამთვალყურეო საბჭოს ჰქონდეს წარმოდგენა რა კომპანია რამდენს სესხულობს ბანკიდან. თქვენ არ მიაქციეთ ყურადღება მამუკა ხაზარაძის შესავალ სიტყვას. მან თქვა, რომ ჩვენ ვიზიდავდით თანხებს მთელი 2007-2008 წლების განმავლობაში იმის გამო, რომ გვქონდა უკვე კარს მომდგარი გარიგება ირლანდიურ ბანკთან. მოვიზიდეთ თანხები არა მხოლოდ „სამგორისგან“, ასევე J.P. Morgan-ისგან, „აშმურისგან“, ჩვენი პარტნიორი ფრანგი ბიზნესმენისგან, ჰოლანდიელი მეგობრებისგან იმის გამო, რომ ეს თანხები შეგვეკრა, რაც საჭირო იყო კაპიტალის გასაზრდელად“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)