|
2015-06-18 20:15:30, 960 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა. თვდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გეგმიურ საველე წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ბრიგადის პირად შემადგენლობას სწავლების დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა. გენერალ-მაიორს წვრთნების მიმდინარეობის შესახებ სწავლების ხელმძღვანელებმა და მონაწილეებმა ინფორმაცია მიაწოდეს. საინჟინრო წვრთნაში 202 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. ვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მთავარ ამოცანას მობილურობის ოპერაციების შეტევის საინჟინრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სწავლების ფარგლებში ჩართული იყო საინჟინრო ტექნიკა, განხორციელდა ქვეითი და მძიმე ტექნიკის ხიდების მოწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)