|
2019-02-22 16:00:54, 1343 ნახვა
კომენტარი
მელია: „ოცნება“ არამხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობას, არამედ ხელისუფლებასაც დაკარგავს
„ქართული ოცნება“ არამხოლოდ საკონსტოტუციო უმრავლესობას, არამედ ძალიან მალე დაკარგავს ხელისუფლებას და ეს არის გარდაუვალი", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია დეპუტატ ეკა ბესელიას უმრავლესობიდან წასვლას. „რომ დავაკვირდეთ რითია დაკავებული „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, არაფერი გარდა შიდა კინკლაობისა. ვინმეს ახსოვს რომელიმე ლიდერის მხრიდან პენსიონერის ხსენება? ან მაგალითად რა უნდა ვთქვათ, როცა კომუნალური გადასახადები თვიდან თვემდე მატულობს, როდესაც ყოველი მეექვსე ადამიანი ამ ქვეყნაში ვაით იკვებება. „ქართული ოცნების“ დაშლა არის გარდაუვალი, რომელიც დაგვირგვინდება მათი მარცხით უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა მელიამ. რაც შეეხება ბესელიასთან და მის თანამოაზრეებთან თანამშრომლობას, მელია აცხადებს, რომ მის გუნდში ამის სურვილი არავის აქვს. „არამგონია რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში ან „ნაციონაურ მოძრაობაში“ ვინმეს ჰქონდეს სურვილი ითანამშრომლონ იმ ადამიანებთან ვინ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ყველა უღირს საქციელზე საუბრობდა, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. შვიდი წლის განმავლობაში თავისუფლად თანამშრომლობდნენ მურუსიძეებთან და ჩინძალაძეებთან და ბოლო დღეებში გაახსენდათ რომ ისინი არ არიან მისაღები“, - განაცხადა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)