|
2019-02-22 14:20:49, 1166 ნახვა
კომენტარი
კილაძე ბესელიას განცხადებებზე: პარლამენტის თავმჯდომარე თავად იყო თავდასხმის ობიექტი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ყოფილ თანაგუნდელს ეკა ბესელიას პარლამენტის თავმჯდომარეზე თავდასხმაში ადანაშაულებს. როგორც კილაძემ აღნიშნა, ბესელიას მიერ გაკეთებული კომენტარები უხერხული იყო. „მე რაც დავინახე გუშინ, მე შევხედე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თავად იყო თავდასხმის ობიექტი. ცოტა უხერხული არის ქალბატონი ბესელიასგან მორალურ და მაღალ ღირებულებებზე როდესაც საუბრობს“, - განცხადა კილაძე. ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კონსენსუსი, რომელიც ჩამოყალიბებულია უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და ენმ-ს შორის, ყველაფერზე მეტყველებს. ამ განცხადებამ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების გაღიზიანება გამოიწვია. ბესელიას თქმით, ირაკლი კობახიძემ ბოდიში უნდა მოიხადოს. "ჩვენ რომ ენმ-ს ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა". "ირაკლი კობახიძემ კოლეგები დაადანაშაულა იმ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში, რომელსაც თავად იცავს" "კობახიძე კონსტიტუციას კი არა ზარდიაშვილსა და ჩინჩალაძეს იცავს"
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)