23:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 13:00:06, 1191 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი ბესელიას წასვლაზე: რეალობა არის ჩემთვის მტკივნეული და ამას ძალიან განვიცდი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ქართული ოცნებიდან" ეკა ბესელიას წასვლას ეხმაურება და აღნიშნა, რომ შექმნილი რეალობა მისთვის მტკივნეულია. 

წულუკიანის თქმით, მას ეკა ბესელიასთან არა ერთხელ ჰქონია საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 

„ფაქტია, რომ ჩვენი უმრავლესობის წარმომადგენლები, ქალბატონი ეკა, ბატონი ლევანი და სხვები, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და თან მოვისმინე მათი განცხადებებიც, პრაქტიკულად გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ უმრავლესობაში აღარ იმუშაონ. მე, რა თქმა უნდა, როგორც ოპტიმისტი ადამიანი ყოველთვის და ყველგან იმედს ვინარჩუნებ, რომ ეს ასე არ მოხდება, თუმცა რეალობა არის ჩემთვის მტკივნეული და ამას მე ძალიან განვიცდი. არა ერთხელ მიხდია ქალბატონ ეკასთან საუბარი და იმის ახსნა, რომ ჩემთვის ძალიან რთული სანახავი იქნება ის გადაწყვეტილებები რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ“,- განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარტია "ქართული ოცნება" და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics