|
2019-02-21 21:10:03, 1194 ნახვა
კომენტარი
ბესელია - თუ კობახიძე ბოდიშს არ მოიხდის, მათგან იქნება უარყოფილი, ვისი დამსახურებითაც თანამდებობაზე დაინიშნა
„მე არ ვაპირებდი დღეს ამის თქმას და დავინდე ირაკლი კობახიძე დღესაც, მაგრამ, ის არ არის ამ პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, თუ ირაკლი კობახიძე დღევანდელი განცხადების გამო, ბოდიშს არ მოიხდის, მათ მიერ იქნება უარყოფილი, ვისი დამსახურებითაც ამ თანამდებობაზე დაინიშნა. „მან ვერ შეძლო ამ პარლამენტის ღირსების დაცვა. შეშინებული იყო დეკემბრის ბოლო კვირას, როდესაც ვერ ბედავდა ხმა აემაღლებინა და ეთქვა, რომ არ შეიძლება იმ კომიტეტის სხდომის დანიშვნა და იმ 10 კაცის - სააკაშვილის ჯალათების. ვისაც სამართლიანობა მაშინ ახსენდება როცა ჭირდება, კონსტიტუციის ღირსება მაშინ უნდა დაგვეცვა შპარგალკები რომ მოდიოდა იმ მუხლებში, რომელიც მოსამართლეებს ეხება. კიდევ ვიმეორებ, პარლამენტის თავმჯდომარე ან ბოდიშს მოიხდის იმ სიტყვებისთვის, რაც მან დღეს აქ იკადრა, ან ის ზუსტად იმ ადამიანების მიერ იქნება უარყოფილი, ვინც იმ იდეალებისთვის იბრძოდა და იბრძვის დღესაც, რომლითაც ის გახდა სწორედ ამ თანამდებობაზე გამწესებული. თუ მან არ იცის ეს რას ნიშნავს, ჩვენ ვაჩვენებთ როგორ ხდება. მე ამ ბრძოლას, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დამიწყია, გავაგრძელებ ბოლომდე იმ ხალხთან ერთად, ვისაც სჯერა ამის. ყველა ნახავთ შედეგს, რა იქნება საბოლოოდ. სამართლიანობის წინააღმდეგ ვერავინ ვერასოდეს ვერ წავა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)