|
2019-02-21 17:20:30, 1380 ნახვა
კომენტარი
ბესელია კობახიძეზე: ჩვენ რომ ენმ-ს ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა
„ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ვიდექით ტყვიების ზუზუნში, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. ბესელიას გაღიზიანება პარლამენტის თავმჯდომარის იმ რეპლიკამ გამოიწვია, რომელიც მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. "ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გავუძლებდით, გადავრჩებოდით თუ არა. აი, გოგლიმოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები რომ თავს უფლებას აძლევენ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ, ამის პასუხს მიიღებს ახლა ჩემს ბოლო დასკვნაში. თქვენ ნახავთ იმ პასუხს, რასაც ის მიიღებს და ის როგორი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება და პარლამენტის როგორი თავმჯდომარე იქნება ამ ნაბიჯების მერე, ამ პასუხებს მოისმენს ისიც და საზოგადოებაც. ადამიანი, რომელიც მიიჩნევს რომ გუშინ, რომ ბოროტებას სჩადიოდნენ, დღეს გასხივოსდნენ, ეს ადამიანი მორალურად ზუსტად იქ დგას, სადაც იდგნენ ის ადამიანები, ვისაც ჩვენ ვებრძოდით. მაპატიეთ ამ ემოციებისთვის, ძალიან ავღელვდი, კიდევ კარგი, რომ შესვენება გამოცხადდა. გაბედა და თქვა იმ ადამიანმა, ვისაც არ აქვს მორალური უფლება, ილაპარაკოს ჩვენი მისამართით და რატომ არ აქვს მორალური უფლება კონსტიტუციის მიღების დღეს ასე ილაპარაკოს, ამას ტრიბუნიდან შევახსენებ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)