|
2019-02-19 13:28:34, 1080 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: არც ანაკლიის პორტს და არც TBC ბანკს საფრთხე არ ემუქრება
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გამორიცხავს, რომ "თიბისი ბანკის" ირგვლივ დაწყებული გამოძიება რაიმე კავშირში იყოს ანაკლიის პორტის პროექტის შეფერხების მცდელობასთან. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება პორტის პროექტის განვითარებას ცდილობს. „მე გამოვრიცხავდი, რომ ანაკლიას უკავშირდებოდეს, პირიქით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლება მაქსიმალურად მხარს უჭერს პროექტის განვითარებას და დარწმუნებული ვარ, არანაირი კავშირი არ აქვს. არც ანაკლიას და არც TBC ბანკს, საფინანსო სისტემას საქართველოში არ ემუქრება არანაირი საფრთხე. იყო კონკრეტულ ტრანზაქციაზე კონკრეტული შეკითხვა და მჯერა, რომ ზუსტად ამ ტრანზაქციაზე იქნება პასუხი გასაცემი და მეტი არაფერი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა. „თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)