|
2019-02-18 13:23:46, 1059 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია - მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის განხილვა ჭიანურდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 5 წლით უნდა შეჩერდეს, დღეს ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენებს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, კანონპროექტის განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში უნდა მოხდეს. "უკვე მესამე კვირაა და არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ იურიდიულ კომიტეტს დაეწყო ამ საკითხის განხილვა. დღესაც არ არის დღის წესრიგში ჩასმული, სამწუხაროდ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჭიანურდება საკითხის განხილვა. ვადები აქვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურად იუსტიციის საბჭომ 8 მოსამართლე ისევ უვადოდ დანიშნა და გაამწესა, ვიდრე ამ საკითხს პარლამენტი გადაწყვეტდა, ეს არის ის დამატებითი არგუმენტი, რომელიც გვაძლევს საფუძველს, რომ დღეს ბიუროს სხდომაზე კენჭი ეყაროს, არის თუ არა მზად პარლამენტი, დაჩქარებული წესით ამ კვირაში დაიწყოს განხილვა. კონსტიტუციურობის ტესტს ყველა კანონპროექტი გადის პარლამენტში, ამიტომ რა არის არგუმენტი რის გამოც ვინმე ეჭვქვეშ აყენებს ამ საკითხს, ამაზე ჩვენ კამერების წინ კი არ უნდა ვისაუბროთ, კომიტეტზე უნდა იყოს განხილვა", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)