18:09 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-18 11:49:52, 527 ნახვა

რეგიონი
ისრაელში აჭარის მიმართ ინტერესი იზრდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMTM 2019“ წარადგინა. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე ვიზიტორები აჭარაში მოგზაურობითა და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობებით დაინტერესდნენ. გამოფენაზევე ისრაელში წამყვანმა სამოგზაურო ვებ-გვერდმა  „lametayel.co.il“ ბათუმი 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა და დეპარტამენტის წარმომადგენლებს სპეციალური ჯილდო გადასცა. 

თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 50 ქვეყნის 1600-მდე კომპანია და საჯარო სამსახური მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა  შეხვედრები გამართეს მედიის, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის საჯარო სამსახურების წარმომადგენლებთან, რომლებთან თანამშრომლობითაც მიმდინარე წელს აჭარაში ინფო და პრესტურები იგეგმება. ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა.

აჭარისთვის ისრაელი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, იზრდება ისრაელიდან აჭარაში საერთაშორისო მოგზაურებისა და ფრენების რაოდენობა. 2018 წელს, თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს 4 ავიაკომპანია ასრულებდა, წლის განმავლობაში კი რეგიონში 55,3%-იტ მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics