|
2019-02-11 15:40:16, 1346 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია - ჩვენმა ინიციატივამ იუსტიციის საბჭო და მისი ლობისტები ააღელვა
საპარლამენტო უმრავლესოობის წევრი ეკა ბესელია თანაგუნდელის ვანო ზარდიაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც 9 დეპუტატის მიერ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტი გააკრიტიკა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ზარდიაშვილი უნდა იყოს იურისტი, რომ მსგავსი განცხადებები აკეთოს. "ყველა, ვინც აფასებს ვინ რომელ კურსზეა და კლასში თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში. როდესაც არც ერთ რანგზე არ არის და არც ერთ კლასში როგორც იურისტი, მათ ნაკლებად შეუძლიათ შეაფასონ ასეთი პროექტები. რაც შეეხება უშუალოდ ინიციატივას. ეს ინიციატივა ეფუძნება კონსტიტუციურ ნორმას და გარდამავალ დებულებებს, რომელმაც თქვა, რომ შესაძლებელია 2025 წლამდე გამოყენებული იყოს გამოსაცდელი ვადა ვიდრე მოსამართლე უვადოდ გამწესდება. ეს ცვლილება როგორც ჩანს მიგნებულია ჩვენს მიერ, იმიტომ რომ იმდენად აღელვდა იუსტიციის საბჭო და მათი ლობისტებიც ჩანს, რომ ჩვენ ზუსტად მივედით იმ საკითხთან, რომლითაც უნდა მოხდეს შეჩერება მორატორიუმის, რათა სასამართლო სისტემა არ ჩაიკეტოს და არ მოხდეს ყველა მოსამართლის უვადოდ გამწესება აზრი რომ არ დაკარგოს მართლმსაჯულების რეფორმამ. იუსტიციის საბჭოს ხელიდან უნდა გამოვართვათ ის იარაღი, რომლითაც შეიძლება კიდევ ერთი ცეცხლი გაიხსნას, რომელსაც მოყვება გამოუსწორებელი ზიანი. ეს შეიძლება ხატოვანი შედარეება, მაგრამ სამართლებრივად ითარგმნება რომ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)