18:09 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-08 12:42:18, 598 ნახვა

რეგიონი
ხურვალეთთან ოკუპანტებმა სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი განაახლეს [ვიდეო]

სოფელ ხურვალეთთან, რუსმა ოკუპანტებმა სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი განაახლეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ათამდე რუსი სამხედრო იმყოფება.

მათ მძიმე ტექნიკის საშუალებით ჯიხური მიიტანეს, რომელსაც სავარაუდოდ, რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურაზე განათავსებენ.

როგორც "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ  ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული საკითხი არის განსახილველ საკითხებს შორის ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების  მექანიზმის დღეს მიმდინარე შეხვედრაზე ერგნეთში.

ცნობისთვის, სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, სამუშაოები ხურვალეთთან 6 თებერვალს დაიწყო.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics