|
2015-06-17 19:24:34, 377 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა გიორგობიანი: ცხოველების ლეშის აღრიცხვა მეორე დღიდან დაიწყო
მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის ინფორმაციით, 2 დღის განმავლობაში მოქალაქეების მიერ ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებთან დაკავშირებით 112–ში 700–ზე მეტი შეტყობინება შევიდა. მისივე თქმით, ზოოპარკში ცხოველების ლეშის აღრიცხვა და გატანა, სტიქიის მეორე დღეს დაიწყო. „ ამ ეტაპზე მთელ ქალაში მორიგეობენ როგორც საგანგებო სიტუაციების თანამშრომლები, ასევე მერიის ცხოველთა მონიტორინგის თანამშრომლები. დაახლოებით 700 შეტყობინება შემოვიდა 2 დღეში და არც ერთი არ დაგვიტოვებია რეაგირების გარეშე.ვაქცევთ ყურადღებას, რომ თუ იქნება რაიმე ინფორმაცია, დროულად იქნეს გადამოწმებული, ჩვენგან. ხელისუფლების წარმომადგენლებს დაბეჯითებით ასეთი განცხადება რომ არცერთი ცხოველი ქუჩაში არ დადი... გაკეთდა? ალბათ რაღაცას ეყრდნობოდა. თვითონ ზოოპარკის თანამშრომლებიც პირველ დღეს, როცა აქ შემოვიდნენ ძალიან ქაოტური სიტუაცია იყო. აღრიცხვა, თუ რა ლეში გადიოდა აქედან, როგორც მეუბნებიან, მეორე დღეს დაიწყო, რადგან პირველ დღეს ეს შეუძლებელი იყო“, – აღნიშნა გიორგობიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)