|
2019-02-07 15:53:07, 1407 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი - ვერ შევძლებთ სიღარიბის დაძლევას ასეთი უვიცი დიპლომირებული საზოგადოების პირობებში
„ჩვენ გვყავს საზოგადოებაში მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები. ეს რა თქმა უნდა ქმნის იმ პრობლემას, რომ კიდევ რამდენიმე თაობით ჩვენ ვერ შევძლებთ სიღარიბის პრობლემის დაძლევას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების მინისტრს უსმენენ. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ყველა, ვინც იწყებს უმაღლესი განათლების მიღებას, ახერხებს, რომ დიპლომი აიღოს, როდესაც მისი თქმით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 30%-ზე მეტი დიპლომს ვერ იღებს. „ბევრი შეკითხვა მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად როგორ ვაპირებთ გავაუმჯობესოთ ან საშუალების, ან უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. დამეთანხმებით, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. დღეს ჩვენ საერთაშორისო შეფასებებით გვაქვს ქვეანაში უკვე გამოწვევად წერა-კითხვის ცოდნაც კი. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა ის, რომ საქართველოში, აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, ფაქტიურად ყველა, ვინც იწყებს უმაღლესი განათლების მიღებას, ახერხებს იმას, რომ დიპლომი აიღოს, როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 30%-ზე მეტი როგორც წესი ვერ იღებს დიპლომს. შედეგად, ჩვენ გვყავს საზოგადოებაში მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები. ეს რა თქმა უნდა ქმნის იმ პრობლემას, რომ კიდევ რამდენიმე თაობით ჩვენ ვერ შევძლებთ სიღარიბის პრობლემის დაძლევას ასეთი უვიცი დიპლომირებული საზოგადოების პირობებში. ამ ფონზე, რატომ მოხდა პარლამენტში ინიცირება კანონის, რომელიც გაუადვილებდა ავტორიზაციის მიღებას ისედაც უხარისხო, ხარისხის პრობლემის მქონე უმაღლეს სასწავლებლებს და რატომ შეჩერდა შემდეგ ამ კანონის განხილვა. იყო თუ არა აქ კერძო და შესაძლოა, კორუფციული ინტერესები“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა მინისტრს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)