|
2019-02-07 12:28:10, 1376 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრის მოადგილე - ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების პრიორიტეტი პირველ წყაროზე გასვლაა
შინაგან საქმეთა მინისტრის ახლადდანიშნული ოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების პრიორიტეტია დადგინდეს პირველი წყარო, თუ ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერები პირველად. მისივე თქმით, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. "ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ სისხლის სამართლის საქმეში არის ის, რომ გავიდეთ პირველ წყაროზე - ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერი. გამოძიება გრძელდება და ტარდება ოპერატიულ-საგამძიებო ღონისძიებები. გვაქვს არაერთი ვერსია, მივდივართ სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამისად დაველოდოთ გამოძიებას. გადავამოწმებთ გარკვეულ ვერსიებს, შევისწავლით ასევე ძველი საქმის მასალებს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ამ ეტაპზე რაც უმნიშვნელოვანესია ინტენსიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)